"მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ" - ამ სახელწოდებით გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ქორთიარდ მარიოტში".
მისი ინიციატორი საზოგადოებრივი აზრის ასოციაცია-ინსტიტუტია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ასევე მოზარდები საქართველოს არაერთი რეგიონიდან; საღამოზე მიწვეული იყვნენ კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, ბავშვთა დღის აღნიშვნის გარდა, ეს იყოსაზოგადოების წინაშე ერთგვარი ანგარიში მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.