21 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
"საომარი მდგომარეობა ადამიანებისა და ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის მობილიზაციას ითვალისწინებს... აბსოლუტურად ყველას" - ზელენსკი

ღამით, კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო. საოკუპაციო რეჟიმმა ხარკოვზე იერიში მიიტანა. დაიწვა საწარმო, დაიღუპა ერთი ადამიანი. საარტილერიო დარტყმა მიიტანეს რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვის ოლქსაც. დაიბომბა სუმის სასაზღვრო დასახლებები. არიან დაშავებულები.

მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში საოკუპაციო ჯარმა 4 მიმართულებით წინ წაიწია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთი უნდა აიძულოს, რომ ომი დაასრულოს.

"კანონმდებლობის შესაბამისად, დღეს 25 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების მობილიზაცია მიმდინარეობს. პროცესი საკმარისი რაოდენობის ადამიანებს აკომპლექტებს. მათ როტაციები ან შვებულებები აქვთ. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ამის გასაუმჯობესებლად აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. საომარი მდგომარეობა ადამიანებისა და ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის მობილიზაციას ითვალისწინებს. აბსოლუტურად ყველას. სამწუხაროდ, ეს ამ ომის გამოწვევაა, ამიტომაც მისი დასრულების მაქსიმალურად დაჩქარებაა საჭირო. რუსეთი უნდა ვაიძულოთ, ეს ომი დაასრულოს. დღეს ჩვენ თავს ვიცავთ. მაგალითად, თუ ხვალ, ჯარის ნახევარი უბრალოდ შინ წავა, მაშინ გამოდის, რომ პირველივე დღეს უნდა დავნებებულიყავით. ეს ასეა. თუ ხვალ ხალხის ნახევარი სახლში წავა, პუტინი ყველას დაგვხოცავს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები