საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა და აშოტ სმბატიანმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
საუბარი შეეხო მომავალ კვირას დაგეგმილ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას. ამასთან, შეფასდა იანვრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.