28 აგვისტო 2026,   00:01
ვრცლად
ირანის პარლამენტის სპიკერმა მთავრობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ "სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომში" ირანი აშშ-ს დაამარცხებს

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, მთავრობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ "სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომში" ირანი აშშ-ს დაამარცხებს

აღნიშნულ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო მედია IRNA-ზე დაყრდნობით, Fox News-ი ავრცელებს.

ღალიბაფმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ ნდობა ირანის მთავრობის მიმართ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

მისი თქმით, "მთავრობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მისი ნაკლოვანებების იგნორირებას, არამედ ნიშნავს ნდობას, რომ უკეთ ემსახუროს ხალხს".

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის ეკონომიკური შედეგების მიუხედავად, მთავრობამ ქვეყნის მართვისთვის ეფექტური ზომები მიიღო და სუსტი მხარეების გამოსასწორებლად მუშაობს - წერს IRNA.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ორშაბათს გამოაცხადა ოპერაცია "ეკონომიკური გარიყულების" (Operation Economic Outcast) დაწყება. ეს აშშ-ის ტაქტიკის ცვლილებას ნიშნავს, სადაც აქცენტი სანქციების გზით ირანის ეკონომიკურ იზოლაციასა და ნავთობის ექსპორტის ინდუსტრიის პარალიზებაზე კეთდება.

დღის ამბები