გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
კერძოდ, 27 აგვისტოს უხვი ნალექი ძირითადად აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთშია მოსალოდნელი, 28 აგვისტოს კი - კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში.
ძლიერი ნალექის გამო მოსალოდნელია მდინარეებზე წყალმოვარდნები და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, რის გამოც ქვეყანაში საფრთხის საშუალო დონეა გამოცხადებული.