27 აგვისტო 2026,   23:42
ვრცლად
"სწორედ ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო - ეუთო/ოდირს ამას ვერავინ ვერ დააძალებდა, თუკი აღმოაჩენდა ხარვეზებს, რომლის გამოც შეიძლებოდა ლეგიტიმურობას პრობლემა შექმნილიყო" - გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ - ნათქვამია ეუთო-ს ე.წ. სამეულის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაში. ტექსტში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაც.

შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.

"სწორედ ეუთო/ოდირმა თქვა არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც, რომ გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები საქართველოში. ეუთო/ოდირს ვერავინ ვერ დააძალებდა, თუ კი ის აღმოაჩენდა, რომ იყო ისეთი ხარვეზები, რომლის გამოც შეიძლებოდა ლეგიტიმურობას პრობლემა შექმნოდა საქართველოში. შესაბამისად, ეუთო/ოდირმა ჩათვალა საჭიროდ და თქვა, რომ გაგრძელდება ხელისუფლებასთან მუშაობა იმ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი. ამავე დროულად, ჩვენ ვნახეთ გამოქვეყნება და მხარდაჭერა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს ბოლო განცხადება საერთოდ ძახილის ნიშანს, არა მხოლოდ წერტილს, სვამს საქართველოში ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ეუთო/ოდირის ეს განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ჰყავს საზოგადოების მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები