სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეს განიხილავენ. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, ამასთან სასამართლოს თავდებში მყოფ პოლიტიკოსების სიასაც შესთავაზებს.
ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სამი გრამი ნარკოტიკი - "ალფა პევეპე" "ჩაუდეს". უფლებადამცველი ამბობს რომ საქმეზე ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მათ შორის სამართალდამცავების სამხრე კამერებიც ჩართული არ იყო.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ცნობისთვის, ექიმი შვიდ დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. დანაშაული, რასაც მას ედავებიან რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.