რუსეთ -საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ოკუპანტი ქვეყნის საქართველოში ინტერვენციას 400 ადამიანის სიცოცხლეს ემსხვერპლა, 2000-მდე პირი დაიჭრა, ხოლო 150 ათასი მაცხოვრებელი იძულებით გადასახლებული აღმოჩნდა.
გმირების პატივსაცემად, დაღუპული მებრძოლების ახლობლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან. აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის, რომან ზოიძის ძმის თქმით, მისი ძმა შინდისის ერთ-ერთი გმირი იყო, ის ალექსანდრე ონიანის ნათლულია, რომლებმაც ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინეს.
"ჩემი ძმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, გადავიდა საკონტრაქტო სამსახურზე, სენაკში მსახურობდა. სამსახური გააგრძელა საინჟინრო ასეულში. როგორც კი აგვისტოს მოვლენები დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. შინდისის ნათლია-ნათლულის ეპიზოდში, ჩემი ძმა სწორედ ალექსანდრე ონიანის ნათლულია. გმირობის ისტორია, როგორც ნათლია-ნათლულმა, ასევე ჩვიდმეტივე ბიჭმა და აქ მყოფმა ჩვენმა მებრძოლმა ვაჟკაცმა ბიჭებმა, დაწერეს", - განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.
გია და გელა რომელაშვილების მამის, მურაზ რომელაშვილის განცხადებით, მისი ორივე შვილი ბრძოლაში, აფეთქებების დროს დაიღუპა, დაღუპულების ცხედრები კი არ არსებობს.
ომში დაღუპული შვილები მამის თქმით, მისთვის შვებაა, სიმბოლურად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასვლა და დაღუპული გმირებისთვის ყვავილების დალაგება.
"გია იყო ოცმეთაური, გელა მიჰყვებოდა უკან, მოხდა მათი აფეთქება, ბრძოლები, დაიღუპნენ, მაგრამ მათი გვამები არ არსებობს. შვებაა ჩვენთვის ის, რომ საფლავთან ამოვდივარ და ყვავილებს დავალაგებთ", - ამბობს მურაზ რომელაშვილმა.