29 ივნისი 2026,   14:44
ვრცლად
ბელგიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს - უკრაინული მედია

ბელგიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარების ჯამური მოცულობა 92 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ თანხის წყარო კი რუსული, გაყინული ფინანსური აქტივებიდან ბელგიის საგადასახადო შემოსავლებია. როგორც ცნობილია, თანხის ნახევარი, ახალი სამხედრო დახმარებისთვის არის განკუთვნილი, რაც ჯავშან-ტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს მოიცავს.  

დღის ამბები