"თბილისის ურბანული ტყე" - საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი. განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა - ძელსკამები, გადმოსახედები, ფანჩატურები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი.
პროექტის ფარგლებში, ასევე გამოყენებულია, ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.
ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს კოორდინაციაში დაეხმარება.
თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში გამწვანების მორიგი აქცია და შემეცნებითი ტური მოეწყო.
"ძალიან კარგია ეკოლოგიის თვალსაზრისით, ასევე დედაქალაქის გეოდინამიკას უფრო მყარს გახდის და დაიცავს ჩვენს ქალაქს მეწყერსაშიშ ზონებისგან. მე მინდა ჩვენი ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელს ვუთხრა, რომ დაახლოებით დედაქალაქის ხმაურიანი ადგილებიდან 15 წუთში შეძლებენ, რომ ამ ბუნებრივი რელიეფით დატკბნენ, ამოიყვანონ თავიანთი შვილები. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება კიდევ და რა შედეგებს მოიტანს და როგორ აისახება ჩვენს დედაქალაქზე, მე მგონი ყველასთვის თვალსაჩინო და ნათელია", - აცხადებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეკონსტანტინე ზარნაძე.