ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ფილიპინური ხომალდებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ნებისმიერ თავდასხმას ფილიპინების გემებსა თუ თვითმფრინავებზე შტატებისგან საპასუხო ქმედებები მოჰყვება.
შტატები ოფიციალურ პეკინს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციების დასრულებისკენ მოუწოდებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინელები ჩინურ ხომალდს სახიფათო მანევრის ჩატარებაში ადანაშაულებდნენ.