29 ივნისი 2026,   14:43
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 40 000-სს უახლოვდება. სირიაში კი სტიქიას 5 800 ადამიანი ემსხვერპლა. ყოველი დღის შემდეგ გადარჩენის შანსები მცირდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

278 საათის შემდეგ მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, თურქეთში 70 000-ზე მეტი შენობა დემონტაჟს ექვემდებარება, რადგან ისინი საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

მსოფლიო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს. 9 თებერვლის შემდეგ სირიის მიმართულებით საზღვარი გაეროს 178-მა სატვირთომ გადაკვეთა.

დღის ამბები