16 აგვისტო 2026,   18:34
ვრცლად
ინდონეზიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 51 ადამიანი ემსხვერპლა - ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩაიკეტა გზები და რეგიონში ათასობით ადგილობრივი გახდა იძულებული, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, - წერს REUTERS.

აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, 36 ადამიანი დაშავდა, 77-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
სტიქიას თან ახლდა ძლიერი მეორადი ბიძგებიც.
მომხდარი, მომაკვდინებელი სტიქიაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყნისთვის 2022 წლის შემდეგ.

სტიქიის პრევენციის სააგენტო BNPB-ის ინფორმაციით, სიკკას რეგიონში 3 300-ზე მეტი ადამიანი თვითევაკუირებულია ან სპორტულ არენებზეა განთავსებული.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ღამეს დანგრეული სახლების მიმდებარედ, კარვებსა და ვერანდებზე ათევს.
რეგიონში მობილიზებულია 3 500-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი, ხოლო სამაშველო ჯგუფები ცდილობენ მეწყერის შედეგად ჩაკეტილ ზონებამდე მიღწევას.

წინასწარი მონაცემებით, რეგიონში 1 300-ზე მეტი სახლია დაზიანებული. ელექტროენერგიის გათიშვის გამო მწყობრიდანაა გამოსული ათობით ბენზინგასამართი სადგური, ადგილობრივი ხელისუფლება კი პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.

დღის ამბები