13 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან იწმინდება ბარათაანთ კარის მაგისტრალური არხის 10-კილომეტრიანი და ძველი სადახლოს მაგისტრალური არხის 5-კილომეტრიანი მონაკვეთები.

სამუშაოები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, წყლის ეფექტიან განაწილებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

დღის ამბები