12 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
პარლამენტის კულტურის კომიტეტის და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

პარლამენტის კულტურის კომიტეტის და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, 11-16 აგვისტოს, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და აბაშის ახალგაზრდებს, ზუგდიდში დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, შეხვდება. 

პარალელურად, სამეგრელოში დმანისის თეატრის სპექტაკლის "ხალდე" საპრემიერო ჩვენება გაიმართება. პროექტის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.
დღის ამბები