08 აგვისტო 2026,   14:59
ვრცლად
პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას - მიხეილ ყაველაშვილი

"პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, დღეს, როგორც არასდროს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.

"კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. სხვადასხვა ეპოქაში ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული გმირები, გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მაგალითი იყვნენ ჩვენი საზოგადოების. სწორედ ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები და, სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები