23 ივლისი 2026,   22:24
ვრცლად
ცოტნე ანანიძე: "დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს," - განაცხადა TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც "დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს."

ანანიძის განცხადებით, TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველი სააკაშვილი ბედავს და საუბრობს ტელევიზიების დახურვაზე, მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს საქართველოში.

"დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს, - განაცხადა დღეს TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა. იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს," - წერს ანანიძე.

დღის ამბები