მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვუმასპინძლე - ამის შესახებ, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, ლოურენს ვონგი X-ზე წერს.
ლოურენს ვონგის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
"გვქონდა კარგი საუბარი ვაჭრობის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.
მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას,"- წერს ლოურენს ვონგი.