11 ივლისი 2026,   15:47
ვრცლად
ტერორისტული აქტის ჩადენა, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოებაში იმ ქაოსის დათესვა, რაც საბოლოოდ, ხელისუფლებაში მეხუთე კოლონას მოიყვანდა, ეს არის ის სურვილი, რაც გააჩნია აგენტურას საქართველოში - დავით მათიკაშვილი

ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები, მათი ლიდერები და რიგი აქტორები სასამართლოს გადაწვის მცდელობას 13 წლიან სასჯელთან ვერ აკავშირებენ. ამ ყველაფრის ფონზე, აქტიურდება კითხვა, გაჰყვება თუ არა ქართველი ოპოზიციონერების გზას ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის. ეს ჯგუფი პარტია "ლელოს" პოლიტიკური ოჯახია, თუმცა ამ დრომდე, ALDE-ს არცერთ წარმომადგენელს არ დაუგმია ტერორიზმი და არ გამიჯნულა მომხდარისგან.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში აგენტურას საზოგადოებაში ქაოსის დათესვის სურვილი აქვს.

"ტერორისტული აქტის ჩადენა, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოებაში იმ ქაოსის დათესვა, რაც საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაში მეხუთე კოლონას მოიყვანდა - ეს არის ის სურვილი, რაც გააჩნია აგენტურას საქართველოში, რის გამოც ხდება პრაქტიკულად ნანახი და უკვე ყველასთვის გასაგები ტერორისტული აქტის ჩადენის და მცდელობის გამართლება. რაც ალეკო ელისაშვილმა თვითონვე პრაქტიკულად აღიარა, თუმცა ამას გამართლებას უძებნიან. როდესაც სახეზეა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა და ამ ყველაფერს ევროპელი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკოსთა ჯგუფი არ ემიჯნება, ის ჯგუფი, სადაც ითვლება "ლელო" ამ პოლიტიკური ოჯახის შემადგენლობის წევრად, ცხადია, რომ პრაქტიკულად იზიარებენ და ეთანხმებიან ტერორისტული აქტის ჩადენას, ტერორისტული აქტის, რომლის მიზანსაც სახელმწიფოს შერყევა და სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა წარმოადგენდა," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

დღის ამბები