შოტლანდიის პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა "მწვანეთა" პარტიიდან, ტრანსგენდერმა ქ მანივანანმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პალესტინელებისთვის რეპარაციების დაფინანსებას ითხოვს ტერიტორიის "ოკუპაციაში" შოტლანდიის "თანამონაწილეობის" გამო, - ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
მედიის ცნობით, მანივანანი, რომელიც საკუთარ თავს ქვიარ, ტამილური წარმოშობის ემიგრანტად მოიხსენიებს, ედინბურგის და ლოთიანსის აღმოსავლეთის ოლქიდან აირჩიეს. მისმა არჩევამ სკანდალი გამოიწვია მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის გაერთიანებულ სამეფოში სტუდენტური ვიზით იმყოფება და უცნობია, შეძლებს, თუ არა ქვეყანაში სრული საპარლამენტო ვადის განმავლობაში დარჩენას.
როგორც The Telegraph-ი წერს, მანივანანმა და კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა, პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა, აირის დუანმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაცია Art Workers for Palestine Scotland-ის წინასაარჩევნო მანიფესტს. დოკუმენტი შოტლანდიის მომავალი მთავრობისგან მოითხოვს "რეპარაციული სამართლიანობის პროგრამის" შექმნას პალესტინელი ხალხისთვის.
მედიის ინფორმაციით, მანიფესტი ასევე ითხოვს ანგარიშის მომზადებას პალესტინის "კოლონიზაციასა და ოკუპაციაში შოტლანდიის ისტორიული და თანამედროვე თანამონაწილეობის" შესახებ.