FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. ამის შესახებ განაცხადი ქვეყნებმა 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველო 20 წლამდელთა მსოფლიო თასის სახით ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მონაწილეობას 24 ქვეყანა იღებს.