მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია "იტალფარმაკოსთან" გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის თაობაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.
მედიკამენტის შეძენის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა.
"ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს. ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით, საბედნიეროდ, გახდა შესაძლებელი, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ეს უკავშირდებოდა, მათ შორის, წამლის უსაფრთხოებასთან, წამლის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებს და ყველა ამ საკითხის შეჯერების და საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ, საბედნიეროს, ეს წამალი უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის.
ახლო მომავალში დასრულდება მოლაპარაკება მეორე მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით. ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს და წარიმართა ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობა მშობელთა ორგანიზაციასთან. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, შესაბამისად ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსადა მშობელთა ორგანიზაციას შორის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.