05 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
"წინსწრებად მქონდა კომუნიკაცია, რომ, ჩემი სურვილით, მე არ ვიქნებოდი ამ დროებითი მართვის ორგანოს წევრი" - თინა ბოკუჩავა

დროებითი მმართველობა, ციხიდან გამოგზავნილი ექსპრეზიდენტის აუდიო მიმართვა და ხაბეიშვილი-ნადირაძის წერილები - ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, სადაც დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს.

თინა ბოკუჩავამ კი მედიასთან განაცხადა, რომ ამ საბჭოში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

"წინსწრებად მქონდა კომუნიკაცია, რომ ჩემი სურვილით, მე არ ვიქნებოდი ამ დროებითი მართვის ორგანოს წევრი, ამიტომ ისინი, მათ შორის, ის ადამიანი ვინც ეს გამოაცხადა და კომენტარი, ვინც მოგცათ, როგორც ჩანს, ინფორმირებულნი იყვნენ ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის არსებითი.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც მე სრულიად ლეგიტიმური საფუძვლიანი კითხვები დავსვი საზოგადოების წინაშე, მოვისმინე ასეთი ძალიან უსამართლო შეფასებები. შესაძლოა, ზოგიერთმა ამ 14 ბრძოლის მანძილზე მაინც არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩემთვის მთავარი.

ამ ხედვას, რაც ძალიან მტკიცეა ჩემში, ნამდვილად ვერავინ და ვერაფერი და, თუნდაც ერთეული, უსამართლო გადაწყვეტილებები ნამდვილად ვერ შეცვლის," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ღონისძიებაზე დღეს არ გამოჩენილა ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თანამოაზრე მარიზი კობახიძე. ყრილობას წინ უძღოდა დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და პარტიის სხვა წევრებს შორის.

დღის ამბები