07 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
"გველოდება დიდი ცვლილებები. იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილებს აუდიომიმართვით მიმართა.

"წინ ჩვენ გველოდება დიდი ცვლილებები. იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში დავამტკიცებთ," - აღნიშნა სააკაშვილმა.

დროებითი მმართველობა, ციხიდან გამოგზავნილი ექსპრეზიდენტის აუდიო მიმართვა და ხაბეიშვილი-ნადირაძის წერილები - ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, სადაც დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს. ღონისძიებაზე დღეს არ გამოჩენილა ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თანამოაზრე მარიზი კობახიძე. ყრილობას წინ უძღოდა დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და პარტიის სხვა წევრებს შორის. თინა ბოკუჩავამ კი, მედიასთან განაცხადა, რომ ამ საბჭოში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

დღის ამბები