12 ნოემბერი 2026,   11:48
ვრცლად
მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება, არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში.

"მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!

მერაბ, შენ გვერდით ვართ!

საბა ლაზიშვილი, მაგარი კაცი ხარ" - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.

დღის ამბები