06 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან - ნიკოლოზ სამხარაძე

შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რომ რუსეთის მოწინააღმდეგე არაა, ადასტურებს ისიც, რომ სტრატეგიული ობიექტები სწორედ მათ მიჰყიდეს რუსულ კომპანიებს.

"ომიდან მალე, რუსეთს სავიზო რეჟიმი მოუხსნეს და რუს ტურისტებს მაღალი თანამდებობის პირები ლარსზე ხვდებოდნენ. არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში მუშაობდა. კულტურის არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში კონცერტებს ატარებდა და მღეროდა. ეს ყველაფერი 2008 წლის შემდეგ ხდებოდა. ამიტომ, მათი დღევანდელი პროპაგანდა იაფფასიანი და მდაბიო პროპაგანდაა, რადგან არავის ავიწყდება, რას აკეთებდნენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. კიდევ უფრო დიდი სირცხვილი ის არის, თუ რუსეთის დიდი კრიტიკოსი მას შემდეგ გახდი, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და არად იგდებდი იმ ფაქტს, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას ახდენდა და ქართველობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გამოყარა. თუ შენი თანამოქალაქის გაჭირვება უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები