18 ივნისი 2026,   18:15
ვრცლად
ტრამპი ვახშამზე მომხდარ სროლაზე: ვაშინგტონში ფანტასტიკური საღამო იყო, საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვაშინგტონში, კორესპონდენტების სადილზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ფანტასტიკურად იმუშავეს.

მისი განმარტებით, მომხდარის გამო საღამო ჩაიშალა და მათ ამის გამეორება მოუწევთ.

"ვაშინგტონში ფანტასტიკური საღამო იყო. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს. მათ სწრაფად და გაბედულად იმოქმედეს. მსროლელი დაკავებულია და მე ვურჩიე მათ, რომ "შოუ გაგრძელებულიყო", მაგრამ მე მთლიანად დავემორჩილები სამართალდამცველი ორგანოების გადაწყვეტილებებს. ისინი მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საღამო საერთოდ არ იყო ისეთი, როგორადაც დავგეგმეთ და ჩვენ, უბრალოდ, თავიდან მოგვიწევს ყველაფრის გაკეთება", - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები