ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით 2009 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზანია 17 წლის ასაკის და უფრო უმცროსმა მოზარდებმა არასოდეს დაიწყონ მოწევა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ცვლილება დიდი ხანია არ მომხდარა, ის გავლენას მოახდენს იმ თაობაზე, რომელიც ახლა იზრდება და კანონი ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.