ისრაელმა, სამხრეთ ლიბანში მდებარე "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, საჰაერო იერიში მიიტანა.
"ცაჰალის" საჰაერო ძალების ინფორმაციით, მხარეებს შორის დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად "ჰეზბოლამ " დაარღვია. მათივე განცხადებით "ჰეზბოლას" დაჯგუფების წარმომადგენლები საფრთხეს უქმნიდნენ ისრაელის ჯარს. საპასუხოდ კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისინი გაანადგურეს.
გარდა ამისა, "ცაჰალმა" დაბომბა მიწისქვეშა შახტა და ჰეზბოლას წარმომადგენლები, რომლებიც შახტაში იმყოფებოდნენ.
დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.