საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. მატჩი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, "მიხეილ მესხის" არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. ამ დროისათვის, საქართველო 1:0 იგებს, გოლი კი კვარაცხელიამ გაიტანა.
დღევანდელ შეხვედრას ქართული საფეხბურთო სამყარო სიახლით შეხვდა. გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდი კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა. ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილია.