დილიდან ხალხმრავლობაა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში. დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს გადაიხდიან მგალობლების თანხლებით. განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტი შიოს ლოცვა-კურთხევით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.
"ჩვენ გვყავდა უზომოდ ძლიერი პატრიარქი და გვანახა კიდეც ეს. ისეთი საქართველო დატოვა. უნდა შევძლოთ ყველა ქართველმა, პატრიარქის დანაბარები შევასრულოთ. ჩვენ ვართ ის ერი, როგორი საქართველოც უნდოდა პატრიარქს, ისეთ საქართველოს დავანახებთ," - ამბობს მრევლი.