შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.