18 ივნისი 2026,   18:12
ვრცლად
სამხრეთ კორეა შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც ჰორმუზის უსაფრთხოების მზაობა გამოთქვეს

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს საერთაშორისო ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ჩრდილოეთ კორეა, ხუთშაბათს გამოქვეყნებული განცხადების უახლესი ხელმომწერია, რომელშიც გამოთქმულია "მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს" სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის "შესაბამის" ზომებში.

თავდაპირველად დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და იაპონიის ლიდერებმა, რომელსაც შემდგომში მხარი დაუჭირეს კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, დანიამ, ლატვიამ, სლოვენიამ, ესტონეთმა, ნორვეგიამ, შვედეთმა, ფინეთმა, ჩეხეთმა, რუმინეთმა, ბაჰრეინმა და ლიეტუვამ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა კონკრეტული ძალისხმევა იქნება გაწეული ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დღის ამბები