18 ივნისი 2026,   15:52
ვრცლად
დონალდ ტრამპი ირანზე: ახლა იქ ლიდერობა არავის უნდა... ჩვენ გვსურს, მათ დაველაპარაკოთ, მაგრამ არავინ დარჩა, ჩვენ ეს მოგვწონს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ირანის ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი.

"ახლა იქ ლიდერობა არავის სურს. ჩვენ გვსურს მათ დაველაპარაკოთ, მაგრამ არავინ დარჩა. ჩვენ ეს მოგვწონს", - თქვა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში, ამერიკელ სამხედროებთან გამართული შეხვედრის დროს, ტრამპმა ჩამოთვალა ირანში მდებარე ყველა ის სამხედრო ობიექტი, რომლის განადგურებაც ამერიკელებმა მიმდინარე საომარი კამპანიის დროს შეძლეს. 

დღის ამბები