ევროპის სახალხო პარტიამ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაფართოებული სამიტი გამართა და შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. EPP-ის დოკუმენტში არაფერი წერია რუსეთზე, უკრაინასთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის დაცვა ომის პირობებში კვლავ აუცილებელია.
"ამ მხრივ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების დაცვის აუცილებლობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის დამსახურებაზე დაფუძნებული წევრობისკენ მიმავალი გზის მიმართ", - ნათქვამია EPP-ის განცხადებაში.