08 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
თემქაზე ქალს ტრაილერი დაეჯახა

თემქაზე, სავაჭრო ცენტრ "უნივერსამთან" ქალს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები