11 აგვისტო 2026,   20:30
ვრცლად
18 თებერვალს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.

"ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ "საქართველოსთვის“ მიმართა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები