ბათუმში "სიკეთის დღე" აღინიშნა. საქველმოქმედო ფონდ “კეთილსოფლის” ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს უკვე მე-14-დ, სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები გემებითა და იახტებით გაასეირნეს.
იდეის მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ღონისძიება შინდისის გმირების მარადიულ ხსოვნას ეძღვნება.