თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის თანაბარი მნიშვნელობისაა - ეს განცხადება განსხვავდება ადმინისტრაციის იმ ხშირი განცხადებებისგან, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ირანის ბირთვული შესაძლებლობების შესუსტება.
"მე ვფიქრობ, ორივე მიზანი თანაბრად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის: ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ საწვავზე დაბალი ფასები, თუმცა, ამავდროულად, უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი. ეს არის ის, რასაც ის მიაღწევს, მიუხედავად ყველაფრისა," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მაისში კი, დონალ ტრამპმა განაცხადა: "ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს, როდესაც ირანზე ვლაპარაკობ, არის ის, რომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. არავისზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ მხოლოდ ერთ რამეზე: ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება. ეს არის და ეს".