საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო.
ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან.
ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,"- წერს პარლამენტის თავმჯდომარე