15 აგვისტო 2026,   12:45
ვრცლად
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამა - "კარდაკარის" პრინციპი, მობილური კლინიკები და მოსახლეობის მაღალი ჩართულობა

გურჯაანში მცხოვრები ნიკოლოზ ხარტონიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც ძაღლის უფასო ვაქცინაციის და ჩიპირების პროგრამით ისარგებლა. პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში "კარდაკარის" პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირებას და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.

ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. პროცესს ტენდერში გამარჯვებული კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.

მიზანი ცოფის შემთხვევების პრევენცია და ქუჩაში ძაღლების პოპულაციის ეფექტური მართვაა.

პროცესს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარების ზედამხედველობით მიმდინარებს, ადგილობრივების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ძაღლების მეპატრონეები ამბობენ, რომ ინიციატივა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, მეორე მხრივ კი, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

რეგიონებში პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, ცხოველების ვაქცინაცია-სტერილიზაციის განრიგი წინასწარ ქვეყნდება სპეციალურად შექმნილ ფეისბუკ-პლატფორმაზე. ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

დღის ამბები