11 აგვისტო 2026,   18:47
ვრცლად
კონგოში, ებოლას ვირუსის აფეთქების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კონგოში, ებოლას ვირუსის აფეთქებამ, რომელიც ისტორიაში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი აფეთქებაა, 2 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯანდაცვის ორგანოებს, ამბოხებულებთან კონფლიქტის, ცუდი გზებისა და ხელფასებთან დაკავშირებული გაფიცვების გამო, შორეულ რაიონებში სწრაფი დახმარების გაწევა უჭირთ.

უახლესი მონაცემებით, ინფიცირების 4 381 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 011 პაციენტი გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებული და იზოლაციაში მყოფი პაციენტების რაოდენობა კი 704-ს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, საგანგაშო მონაცემები ეპიდემიის გამოცხადებიდან თითქმის სამი თვის თავზე ფიქსირდება. პირველ 1 000 გარდაცვალებას დაახლოებით ცხრა კვირა დასჭირდა, თუმცა მომდევნო 1 000 ადამიანის სიცოცხლე ვირუსმა მხოლოდ სამ კვირაში შეიწირა. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად მძიმდება ვითარება და როგორ იკარგება ეპიდემიის გაკონტროლების ბერკეტები.

დღის ამბები