ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაშავებულია. მსხვერპლის უმეტესობა ქალაქ პერეირაში, კალისა და ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში ფიქსირდება.
ფრენები შეჩერდა 10-ზე მეტ აეროპორტში - მათ შორის პერეირაში, მანიზალესსა და კიბდოში.
ბიძგები მკვეთრად იგრძნობოდა დედაქალაქ ბოგოტაშიც, საიდანაც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა, ასევე მეზობელ ქვეყნებში - ეკვადორში, პანამასა და ვენესუელაში.
კოლუმბიის ხელისუფლებამ ადგილზე სამაშველო ჯგუფები მოაბილიზა, დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს მეზობელმა ეკვადორმა და აშშ-მაც.
10 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით 07:34 საათზე, დასავლეთ კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმართან ახლოს, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 100-110 კილომეტრი იყო.