11 აგვისტო 2026,   22:39
ვრცლად
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა BSC-ის პროექტის ფარგლებში  შავი ზღვის ნარჩენების ფართომასშტაბიანი მონიტორინგი განხორციელდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა BSC-ის პროექტის ფარგლებში  შავი ზღვის ნარჩენების ფართომასშტაბიანი მონიტორინგი განხორციელდა - ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. 

"გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის - "შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის" ფარგლებში შავი ზღვის ნარჩენების ფართომასშტაბიანი მონიტორინგი განხორციელდა.

მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის აკვატორიაში ფსკერზე, ზღვის ზედაპირსა და სანაპირო ზოლში არსებული ნარჩენები შეფასდა. პროექტის ფარგლებში, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების გამოსავლენად პირველად იქნა გამოყენებული თანამედროვე სტანდარტების დრონი, რაც მონიტორინგის პროცესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივ დანერგვას, ასევე მონიტორინგის განხორციელების ინსტიტუციური და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები