11 აგვისტო 2026,   22:37
ვრცლად
"საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით დახმარებას" - უკრაინის 121-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ოცეულის მეთაური, ვიდეომიმართვას ავრცელებს

"ჩვენ საკუთარ შარდს ვსვამთ" - აცხადებს უკრაინის 121-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ოცეულის მეთაური, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა.

ანატოლი საშჩუკი ზაპოროჟიეს მიმართულებით სამხედრო პერსონალის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მიმართავს.

მისი თქმით, ჯარისკაცები დიდი ხანია პოზიციებზე იმყოფებიან საკმარისი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე, რის გამოც თავის გადარჩენა სხვადასხვა გზით უწევთ.

"ჩვენ ჩავედით მისიით, რათა შეგვეცვალა შვიდი ჯარისკაცი, რომლებიც რვა თვის განმავლობაში როტაციის გარეშე იმყოფებოდნენ პოზიციებზე.გვითხრეს, რომ მომარაგება და ლოჯისტიკა მოწყობილი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა თავშესაფარში ვართ.

როდესაც სხვა პოზიციაზე ვიყავი, ჩემს პერსონალს 12 დღის განმავლობაში სასმელი წყალი და საკვები არ მიუღია. სხეულის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით დახმარებას", - აცხადებს 121-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ოცეულის მეთაური ანატოლი საშჩუკი.

დღის ამბები