05 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
"ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა - ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები" - მესტიის მერია სოფელ ბარჯაშთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბარჯაშში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 

დღის ამბები