ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში, სოფელ აწყურსა და ვაჩნაძიანში სკოლებს აშენებს.
პროექტის მიხედვით, სრულად აღიჭურვება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები.
ორივე სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით. ორივე პროექტს, რომლის ღირებულებაც 12 ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს.