08 აგვისტო 2026,   18:03
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეს გვატემალაში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ ფულის გამოძალვის მიზნით დოკუმენტები მოპარა

საქართველოს მოქალაქეს სერგო ნერსესიანს, გვატემალაში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის ქვეყნიდან ყალბი პასპორტით გასვლის მცდელობისთვის დააკავეს. 

საქართველოს მოქალაქე ლა ავრორას აეროპორტში დააკავეს.

როგორც თავად ამბობს, მექსიკაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩავიდა, საიდანაც გვატემალაში გადავიდა. მამაკაცი ამბობს, რომ იქ ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი დოკუმენტები მოპარეს, ახალი საბუთები კი, რომელიც მოგვიანებით გადასცეს, ყალბი აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქე 28 იანვარს ლა ავრორას აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ის სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა.

სასამართლო წყაროების ცნობით, გვატემალაში გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებისთვის საქართველოს მოქალაქე სერგო ნერსესიანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. საქართველოს მოქალაქე, გამოძიების დასრულებამდე პავონჩიტოს ციხეში გადაიყვანეს, წინასწარი სხდომა კი 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სერგო ნერსესიანის ადვოკატის განმარტებით, საბუთების მოპარვის შემდეგ, მძარცველები ტელეფონით მას და მის ოჯახს უკავშირდებოდნენ და დოკუმენტის დაბრუნების სანაცვლოდ ფულის გადახდას აიძულებდნენ.

ის ასევე იხსენებს, რომ წაიყვანეს იმ ადგილას, სადაც შესთავაზეს დახმარება ახალი დოკუმენტის მიღებაში, თუმცა აეროპორტში ყალბი დოკუმენტის აღმოჩენის გამო დააკავეს.

დღის ამბები