08 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს.

უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, აღმაშენებლის ხეივნის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შანკევანი, გალავანი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ილტოზა, ქსოვრისი, მუხრანი, ოძისი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები