ოპოზიციის შეფასებით, რუსეთმა საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს და უფრო ადრეც დაიწყო, რაც დადასტურებული ფაქტია. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში საუბარი სწორედ რუსული მხარის პასუხისმგებლობაზე იყო, რის გამოც ოკუპანტმა ქვეყანამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და გააპროტესტა.
"რუსეთი ემზადებოდა საქართველოში შემოჭრის მიზნით. რუსეთი ემზადებოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მიზნით და მან საომარი მოქმედებები დაიწყო 7-შიც, 7-მდეც და ასე შემდეგ. ეს უკვე ფაქტობრივად დადასტურებული საკითხია, დადასტურებული ფაქტია. რაც შეეხება რეზოლუციას, იმ რეზოლუციაში სწორედ ამ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი რუსული მხარის მიმართ და რუსეთი იყო ის, ვინც გააპროტესტა ეს რეზოლუცია, ვინც ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას და ვინც არ დაეთანხმა მის შინაარსს," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.